რატომ შეცვალა ზიდანმა კურტუა?! მიზეზი ცნობილია

1-10-2019, 23:00

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდგომ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ტიბო კურტუას ნაცვლად მინდორზე არეოლა გამოიყვანა.

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით, მეკარის ცვლილების მიზეზი ბელგიელი ფეხბურთელის ავადმყოფობა გახლავთ.

წყაროს ცნობით, კურტუას თავბრუსხვევა და კუჭზე პრობლემები აღენიშნებოდა, რაც მისი შეცვლის მიზეზიც გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით