ზიდანი: "ამ მატჩით ბედნიერი ვერ ვიქნები"

1-10-2019, 23:57

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა - 2:2.

მატჩის შემდგომ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან ისაუბრა.

"ძალიან ცუდი შედეგია. შეუძლებელია, ამ მატჩით ვინმე ბედნიერი დარჩენილიყო."

"შესვენების შემდგომ გამოვცოცხლდით. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ, ეს საკმარისი არაა. ჩვენ სამი ქულის მოპოვება გვჭირდებოდა." - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით