კურტუამ სტადიონი ახლობელთან ერთად დატოვა

1-10-2019, 23:24

მადრიდის "რეალისა" და "ბრიუგეს" შორის შეხვედრის პირველი ტაიმის შემდგომ ზინედინ ზიდანმა ტიბო კურტუას ნაცვლად მინდორზე არეოლა გამოიყვანა.

როგორც ცნობილია, ბელგიელი კიპერი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას კუჭზე აღენიშნებოდა პრობლემა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ტიბომ სტადიონი ვადაზე ადრე დატოვა. გარდა ამისა, იგი სახლში ახლობელმა წაიყვანა, რადგან ავადმყოფობის გამო საჭესთან დაჯდომას ვერ ახერხებდა.

წყაროს ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი მატჩამდეც შეუძლოდ გრძნობდა თავს და მან ბოლო 1 დღეში დაახლოებით 1 კილო დაკარგა ვირუსის გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით