რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და 2:7 განადგურდა.
ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "მამლებმა" საკუთარ კედლებში ერთ შეხვედრაში 7 გოლი გაუშვეს.
დღევანდელ დღემდე გუნდის ანტირეკორდი 6 გაშვებული გოლი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდგომ "ტოტენჰემს" 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ბავარიული კლუბი კი 6 ქულითა და 10 გატანილი გოლით პირველ ადგილზეა.