რონალდო რაულის რეკორდს გაუთანაბრდა

2-10-2019, 01:04

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლა და 3:0 სძლია.

"ბებერი სინიორას" მხრიდან ბოლო, მესამე გოლის ავტორი გუნდის პორტუგალიელი ლიდერი, კრისტიანო რონალდო გახლდათ.

34 წლის ფეხბურთელისთვის გერმანული კლუბი რიგით 33-ე გახდა, რომლის წინააღმდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო თავის გამოჩენა.

ამ შედეგით რონალდო მადრიდის "რეალის" ლეგენდას, რაულ გონსალესს გაუთანაბრდა. კიდევ ერთი "ახალი კარის" დალაშქვრის შემთხვევაში კი ის მორიგ რეკორდს დაამყარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით