არსენ ვენგერი "მილანში" ?!

2-10-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის, მარკო ჯიამპაოლოს შეცვლელთა სიას, კიდევ ერთი კანდიდატი შემატა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერიმ" ბოლო დროს, ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულ თავკაცთან, არსენ ვენგერთან დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება.

ცნობების მიხედვით, ფრანგი სპეციალისტი "მილანში" მისასვლელად, სატრანსფერო პოლიტიკაზე სრულ კონტროლს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვენგერმა "მეთოფეთა" რიგები, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით