მარტინ ოდეგაარდი "რეალში" ბრუნდება ?!

2-10-2019, 01:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით გასხვისებული ნორვეგიელი ნახევარმცველი, მარტინ ოდეგაარდი შესაძლოა მის გუნდს დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შუახაზში არსებული ვარიანტების განხილვის შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელის შემადგენლობაში ინტეგრირებაზე დაიწყო ფიქრი.

ცნობების მიხედვით, ოდეგაარდში ინტერესის გაზრდა, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში არაერთმა მაღალი დონის პერფორმანსმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი ამჟამად "რეალ სოსიედადის" რიგებში ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით