"ბარსელონა" არტურით უკმაყოფილოა !

2-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ" ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურ მელოს, საყვედური გაუწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავთან, ნეიმარ ჟუნიორთან ერთად, წვეულებაზე შენიშნეს.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" არ სურს არტური იმ მოთამაშესთან ატარებდეს დროს, რომელიც კატალონიურ გრანდს სასამართლოში უჩივის.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნეიმარი "ბარსელონას" ე.წ. "ერთგულების ბონუსის" სახით, 23 მილიონი ევროს გადახდას სთხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით