"ბარსელონა" ვილიანის გადაბირებას იანვარში ეცდება !

2-10-2019, 20:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელ თავდამსხმელს, ვილიან სილვას არ ეშვება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელის გადაბირებას, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ეცდება.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" მთავარი მიზანი ვილიანის ტრანსფერით, სათადარიგო შემადგენლობის გაძლიერებაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით