ტიბო კურტუა "სანტიაგო ბერნაბეუდან" შტვენით გააცილეს !

2-10-2019, 20:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ბელგიელმა გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ მისი ცუდი პერფორმანსებით გულშემატივრების რისხვა უკვა დაიმსახურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიური "ბრიუგეს" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში შეცვლის დროს, 28 წლის მეკარე მაყურებელმა შტვენით გააცილა მოედნიდან.

ცნობების მიხედვით, ამასთან ერთად, ფანები ოვაციით შეხვდნენ ფრანგი ახალწვეულისა და მეკარის, ალფონსო არეოლას გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ კურტუას ზემოთ ხსენებულ ორთაბრძოლის დატოვება, მუცლის ტკივილის გამო მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით