ანდრეი შევჩენკო "მილანის" მთავარ მწვრთნელობაზე ალაპარაკდა !

2-10-2019, 20:41

იტალიური "მილანის" ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო, მისი ყოფილი გუნდის მთავარ მწვრთნელობაზე საუბრობს:

"ამ კლუბში არაერთი მოგონებებით სავსე სეზონი გავატარე და ცხადია აქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი აგენტის ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია."

"ცხადია ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ზუსტად არ ვიცი მსგავსი რამისთვის მზად ვარ თუ არა."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერი" ამჟამინდელი თავკაცის, მარკო ჯიამპაოლოს გაშვების გადაწყვეტილებას, უახლოესს მომავალში მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით