ზაფხულში "ბაიერნმა" გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე უარი თქვა !

2-10-2019, 20:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ სიტიდან" ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟესუსის გადაბირების შანსი ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიელთა უარი ამ ტრანსფერზე, ფინანსების ნაკლებობამ განაპირობა, რადგანაც იცოდნენ, რომ ლეროი სანეს შეძენას საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდებოდა.

ცნობების მიხედვით, 22 წლის ჟესუსის სანაცვლოდ "ქალაქელები" 80 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი"" სანეს ყიდვას მიუხედავად ხანგრძლივი ტრავმისა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ეცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით