ოლე გუნარ სოლსკიაერი: "პოლ პოგბას ამ მოედანზე არ გამოვიყვანდი"

3-10-2019, 12:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეაცილისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ჰოლანდიური "ალკმაარის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველამ კარგად იცის, რომ ამ მოედანზე ისეთი სახის ხელოვნური გაზონია გაკეთებული, რომელზეც თამაშმა შესაძლოა მოთამაშეების დაზიანებაც კი გამოიწვიოს."

"პოლ პოგბას აქ ნამდვილად არ გამოვიყვანდი საასპარეზოდ, რადგანაც როგორც ვთქვი, მსგავსი სახის სტადიონები დიდ ხიფათს წარმოადგენენ ფეხბურთელებისთვის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით