ალეგრიმ მომავლის გეგმები გაამჟღავნა

2-10-2019, 21:37

"იუვენტუსის" ყოფილმა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Corriere dello Sport-ი იყობინება,  იტალიელმა სპეციალისტმა მომავალ ზაფხულამდე სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

აქტიური მუშაობისგან ალეგრი ჯერჯერობით თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლუბისგან აქვს შეთავაზებები.

შეგახსენებთ, ალეგრის ბოლო სამუშაო ადგილი "იუვენტუსი" იყო, სადაც ის 2014-19 წლებში იღვწოდა. ტურინული კლუბი მისი ხელმძღვანელობით ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით