ჯეიმსი: "ევროტურნირზე თამაშს განსაკუთრებულად ველოდები"

2-10-2019, 22:19

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპირ მე-2 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი"  "ალკმაარს დაუპირისპირდება.

ამ მატჩში კი, სავარაუდოდ, მანჩესტერული გუნდის შემტევი დენიელ ჯეიმსი ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩს ჩაატარებს, რის შესახებაც ფეხბურთელმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"პრემიერლიგაში თამაშის გემო უკვე გავიგე და ევროტურნირებზე თამაშს მოუთმენლად ველოდები. ვიცი, რომ ევროტურნირებზე თამაში ყოველთვის განსხვავებულია".

"როდესაც "ასტანა" ჩვენთან სათამაშოდ ჩამოვიდა, ბევრმა ეს გუნდი ჩამოწერა, მაგრამ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემი აზრით, ასეთი გუნდების ჩამოწერა სწორი არასდროს არ არის. ეს გუნდები ძლიერები რომ არ იყვნენ, ევროტურნირებზე ვერ მოხვდებოდნენ".

"ევროტურნირზე გასამართი ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ძალიან კარგია, რომ ევროპა ლიგა მოგებით დავიწყეთ", - განაცხადა ჯეიმსიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით