ემერი: "ტირნი სრულ მზადყოფნაშია"

2-10-2019, 22:29

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ლონდონის "არსენალი" "სტანდარტ ლიეჟს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ "მეთოფეთა" მთავარმა მწრთვნელმა უნაი ემერიმ კირან ტირნის შესახებ ისაუბრა.

"იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მიიღო, მისთვის ყველა ნაბიჯი თანმიმდევრული უნდა იყოს. მას "მანჩესტერთან" არ უთამაშია, რადგან მცირე დისკომფორტი ჰქონდა. ექიმმა გვირჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ მას არ ეთამაშა".

"ჩემი აზრით, ტირნი სათამაშოდ უკვე მზად არის. ვიმედოვნებ, რომ ხვალ ის სრულ მზადყოფნაში იქნება".

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით