იანვარში მედისონი მანჩესტერში გადაბარგდება

2-10-2019, 22:53

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში გაძლიერებას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე "ლესტერის" ინგლისელი შემტევი, ჯეიმს მედისონი, იქნება.

22 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო.

წყაროს ცნობით,  "წითელი ეშმაკები" იანვარში მის შესაძენად 80 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის.

ჯეიმს მედისონი "მელიებს" გასული წლის ზაფხულში "ნორვიჩიდან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში 45 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით