სუარესი: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ"

3-10-2019, 01:09

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში კატალონიის "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა და 2:1 სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდგომ "ბარსას" ლიდერმა, ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ. გოლის გაშვების მიუხედავად გამოვასწორეთ თამაში. სწორედ ამ მენტალობით უნდა ვიასპარეზოთ ლიგაზე."

"მნიშვნელოვანი იყო დღეს გამარჯვების მოპოვება. დანარჩენ ტურებში მაქსიმალურად მოგვიწევს დახარჯვა." - აცხადებს სუარესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით