არანორმალური ციფრები, რა გააკეთა ტრავმირებულმა მესიმ "ინტერთან"

3-10-2019, 01:35

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" ანგარიშით 2:1 დაამარცხა მილანის "ინტერი".

მასპინძელთა მხრიდან ტრადიციულად გამორჩეული გახლდათ გუნდის ლიდერი, ლეო მესი.

არგენტინელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რაც გუნდის შედეგსა და მის პირად სტატისტიკაშიც ნათლად აისახა.

90 წუთის მანძილზე მან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, 6 შანსი შექმნა, 3-ჯერ ზუსტად დაარტყა კარში და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ იგი სულ ახლახანს დაბრუნდა ტრავმის შემდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით