"რეალი" ზამთარში ახალ ნახევარმცველს დაიმატებს

3-10-2019, 17:48

მადრიდის "რეალმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" იანვარში აუცილებლად დაიმატებს ახალ ნახევარმცველს.

მოგეხსენებათ, გუნდი ზაფხულში პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა. ახლა კი "რეალის" სამიზნე კრისტიან ერიქსენია.

დანიელ ნახევარმცველს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. ესპანური გრანდი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას აპირებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან ერიქსენის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მას არ გაუშვებს, მაშინ ფეხბურთელს ზაფხულში უფასოდ დაიმატებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით