დი მარია: "მესის სიტყვებმა აგვატირა"

3-10-2019, 23:40

ფრანგული "პსჟსა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების გარემარბმა, ანხელ დი მარიამ ლეო მესის სიტყვები გაიხსენა.

"ლეოს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას ლიდერობის თვისება არ აქვს. თუმცა, წელს, კოპა ამერიკაზე, სრულიად სხვანაირი მესი ვნახეთ."

"ის ხშირად ესაუბრებოდა თანაგუნდელებს და მათ მოტივაციას აძლევდა. გარდა ამისა, არ არიდებდა ჟურნალისტების კითხვებს თავს."

"როდესაც ბრაზილიასთან მატჩში დავმარცხდით, მან გასახდელში გუნდს მიმართა, რამაც ყველა აატირა." - აცხადებს დი მარია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით