ნეიმარმა ფრანგულის სწავლა დაიწყო

3-10-2019, 23:58

როგორც ჩანს, "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა საბოლოოდ გადაწყვიტა საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, 28 წლის გარემარბმა ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო.

მოგეხსენებათ, ნეიმარი პარიზულ გუნდში უკვე ორი წელია თამაშობს, თუმცა, მან ამ დრომდე ვერ მოახერხა ენის შესწავლა.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ფრანგული ენის ათვისება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით