ფრანკ რიბერი მიუხენში დაბრუნებას გეგმავს

3-10-2019, 23:33

"ფიორენტინას" შემტევმა ფრანკ რიბერიმ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მიუნხენთან შედარებით ფლორენცია პატარა ქალაქია, თუმცა ძალიან ლამაზია და აქ ცხოვრება მომწონს. "ფიორენტინასთან" 2 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ".

"რა თქმა უნდა კარიერის დასრულების შემდეგ მიუნხენში დავბრუნდები. მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა, ზუსტაც ვიცი, რომ მიუნხენი და "ბაიერნი" ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება" - აღნიშნა 36 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით