სალაჰი: "ყველაფერი "ლივერპულის" გამოცდილების დამსახურებაა"

3-10-2019, 23:19

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ლივერპულმა" "ზალცბურგი" 4:3 დაამარცხა.  მატჩის შემდეგ კომენტარი მერსისაიდული კლუბის შემტევმა მუჰამედ სალაჰმა გააკეთა.

"ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად არ გვითამაშია, სიტუაციის გამოსასწორებლად ძალა გვეყო. "ლივერპულმა" გამოცდილების ხარჯზე მოიგო".

"ფირმინო? მას დაბადების დღე ჰქონდა, მე კი ვეცადე, რომ გოლი გაეტანა. მაგრამ, ბობი ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა, ამასთან ერთად მან ძალიან კარგად ითამაშა", - განაცხადა ეგვიპტელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით