"მანჩესტერ იუნაიტედი" მარიო მანჯუკიჩს უახლოვდება !

4-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა შეტევის გაძლიერების მიზნით, ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუნაიტედს", მინიმუმ 25 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის შეძენა ამასთან ერთად, ლონდონის "ჩელსის" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით