უეფამ საქართველოს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა

4-10-2019, 15:51

დღეს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევროტურნირების წესდებაში ცვლილებები შეიტანა.

2021 წლიდან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდით ნაკლები მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზეზით დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს ტურნირზე მონაწილეობის შანსები აღარ აქვთ.

კერძოდ, ევროპის ლიგის ჯგუფურ და საკვალიფიკაციო ეტაპზე UEFA-ს რეიტინგში მყოფი 32 საუკეთესო ქვეყნის გუნდი ითამაშებს. საქართველო რეიტინგში ამჟამად 47-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ ხსენებულ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის გუნდები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლიდან ახალი, კონფერენციის ლიგა იქნება. ხსენებულ ტურნირზე 3 ქართული გუნდი გამოვა. ქვეყნის ჩემპიონი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით