საშინლად სამწუხარო სიახლე "რეალის" ქომაგებისთვის

4-10-2019, 20:16

ხვალ ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალი" "გრანადას" უმასპინძლებს.

მატჩამდე მცირე ხნით ადრე "სამეფო კლუბს" კიდევ ერთი ფეხბურთელი, მარსელო გამოაკლდა.

ბრაზილიელ მარცხენა მცველს დაზიანება ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე ჰქონდა. "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში კი ტრავმა კიდევ უფრო გაურთულდა და ამის გამო ის ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მოგეხსენებათ, "რეალს" მის გარდა ასევე ნაჩო და მენდიც დამტვრეული ჰყავს. შესაბამისად, ზიდანს საკმაოდ დიდი ფიქრი მოუწევს ამ პოზიციის შესავსებად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით