ლიოვმა არჩევანი გააკეთა, ვინ იქნება გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე

5-10-2019, 01:20

მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების ირგვლივ სკანდალია ატეხილი. მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის თქმით, გუნდი ნაკრებში ფეხბურთელებს არ გაუშვებს, თუ ნოიერი ადგილს დაკარგავს.

თავის მხრივ, ტერ შტეგენი საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ მას ეროვნულ გუნდში შანსის მიღება სურს.

აღნიშნულ თემაზე "ბუნდესნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

"ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ორი კიპერი გვყავს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ კევინ ტრაპი და ბერდ ლენო."

"მეკარეების მწვრთნელთან ვისაუბრე და გადაწყვეტილება მივიღეთ. შტეგენი არგენტინასთან ითამაშებს, ხოლო მანუელი კი - ესტონეთთან." - აცხადებს ლიოვი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით