ჰაალანდი: "ჭორებმა დამღალა"

4-10-2019, 16:33

"რედ ბულ ზალცბურგისა" და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ერლინ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სტარტის შემდგომ გრანდების ყურადღება მიიპყრო.

19 წლის თავდამსხმელს ხშირად უკავშირებენ მანჩესტერ "იუნაიტედს". ამ ჭორებზე თავად ჰაალანდმა ისაუბრა.

"ეს უკვე მოსაწყენია და მეც მომბეზრდა. 1-დან 10-მდე შკალით რომ შევაფასო, 9.9-ით უკვე მომბეზრდა."

"მედია დიდ ზეწოლას ახდენს, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. პირიქით, ვფიქრობ ეს კარგიცააა ჩემთვის." - აცხადებს ნორვეგიელი ფორვარდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით