ტებასი: "კლასიკო ადრე აზიელი ფანებისთვის იწყება"

4-10-2019, 17:51

ლა ლიგის მე-10 ტურში კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

ხსენებული შეხვედრა ესპანეთის დროით 13:00 საათზე გაიმართება, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბევრმა გააკრიტიკა.

კრიტიკას ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა უპასუხა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ფანების გამო მიიღეს.

"მატჩების დაწყების დროზე ჩვენი ჯგუფი მუდმივად მუშაობს. ამ გადაწყვეტილებით უფრო მეტი ქომაგი შეძლებს თამაშის ყურებას."

"ესპანური ფეხბურთი მხოლოდ ესპანელი ფანებისთვის არაა. თუ მატჩს სხვა დროს დავნიშნავდით, აზიელი ფანები მას ვერ უყურებდნენ." - აცხადებს ტებასი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით