რა სახის ჯარიმებს იღებენ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები?!

5-10-2019, 13:48

ფეხბურთელის კარიერა რომ მხოლოდ მატჩების ჩატარებით არ შემოიფარგლება, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ალბათ, საინტერესოა, თუ რა სახის ჯარიმებს იღებენ სპორტსმენები სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში.

ესპანურმა გამოცემა Deportes Cuatro-მ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის ჯარიმას აკისრებს მადრიდის "რეალი" გუნდის მოთამაშეებს დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში.

პირველ რიგში აღსანიშნავია ვარჯიშები. კლუბის ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ ვარჯიშზე 45 წუთით ადრე გამოცხადდეს. 5 წუთით დაგვიანება სპორტსმენს 250 ევროდ უჯდება, 15 წუთით დაგვიანება - 500 ევროდ. გაცდენის შემთხვევაში კი ჯარიმა 1000 ევროა.

"სამეფო კლუბში" ყურადღებას ასევე წონასაც აქცევენ. მოთამაშეები ყოველ კვირას იწონებიან და "ჩაფლავების" შემთხვევაში 250 ევროთი ჯარიმდებიან. დიდი წონის შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა 1000 ევრომდეც ავიდეს.

და ბოლოს. "რეალის" მოთამაშეებს ავტობუსში, ფიზიო ოთახში და გასახდელში აკრძალული აქვთ ტელეფონების გამოყენება. ვარჯიშის დროს კი ის უხმო რეჟიმზე უნდა იყოს დაყენებული. დამრღვევისთვის ჯარიმა 250-დან 1000 ევრომდე ოდენობით განისაზღვრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით