"რეალი" ნ'გოლო კანტეს აკვირდება !

4-10-2019, 20:19

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსის" კიდევ ერთი ლიდერის გადაბირებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს ფრანგი ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს სახით ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, 28 წლის კანტეს სანაცვლოდ "ლოს ბლანკოსს" მინიმუმ 130 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით