"რეალი" იან ობლაკით დაინტერესდა !

5-10-2019, 01:54

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", "ატლეტიკოს" გოლკიპერების ყიდვის "ტრადიციის" გაგრძელებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც ლონდონის "ჩელსიდან" შეძენილმა ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ მისი შესაძლებლობების წარმოჩენა სრულფასოვნად ვერ მოახერხა, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობამ ახალი კარის დარაჯზე დაიწყო ფიქრი.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" ახლა ყველაზე მეტად, "როხი ბლანკოს" სლოვენიელი მეკარის, იან ობლაკის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 125 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით