"მანჩესტერ იუნაიტედს" ივან რაკიტიჩის შეძენა სურს !

5-10-2019, 09:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველით, ივან რაკიტიჩით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს, ნორვეგიელ სპეციალისტს, ოლე გუნარ სოსლკიაერს, დასუსტებული შუახაზის გაძლიერება რაკიტიჩის შეძენით სურს.

ცნობების მიხედვით, 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუნაიტედს" მინიმუმ 45 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშისთვის მანჩესტერელებს კონკურენციის გაწევა, ტურინის "იუვენტუსისთვის" მოუწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით