"ინტერი" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უახლოვდება !

5-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", ალექსის სანჩესისა და რომელუ ლუკაკუს გადაბირების შემდეგ, კიდევ ერთ მეგა ტრანსფერს ამზადებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს შუახაზის გაძლიერება, "ლაციოს" სერბი ნახევარმცველით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით სურს.

ცნობების მიხედვით, 26 წლის შუახაზელის სანაცვლოდ "ნერაძურის" მინიმუმ 85 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით