მარკო ჯიამპაოლო: "მილანის" დატოვება ? ეს დანებებაა, ჩვენ კი არასდროს ვნებდებით"

5-10-2019, 12:08

იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი, მარკო ჯიამპაოლო მის მომავალზე საუბრობს:

"ჩემზე კარგად არავინ იცის თუ ახლა გუნდი რა მდგომარეობაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა "მილანის" დატოვებაზე არ ვფიქრობ, რადგან ეს დანებებაა, ჩვენ კი არასდროს ვნებდებით."

"გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, ძლიერები სუსტებისგან სწორედ ასეთ მომენტებში გამოირჩევიან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ კლუბს სერია ა-ში ბოლო 81 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს, "როსონერიმ" 6 ტურის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულის მოგროვება მოახერხა და ამჟამად ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით