აშრაფ ჰაკიმი: "ვფიქრობ "რეალში" დასაბრუნებლად მზად ვარ"

5-10-2019, 12:35

"დორტმუნდის ბორუსიას" მაროკოელი მარჯვენა მცველი, აშრაფ ჰაკიმი, მის მომავალზე საუბრობს:

"ჩემი აზრით, ამჟამად საკმაოდ მაღალ დონეზე ვიმყოფები, კარგ ფორმაში ვიმყოფები და ბუნდესლიგაში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე."

"ამიტომაც ვფიქრობ "რეალში" დასაბრუნებლად მზად ვარ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სეზონის ბოლოს მივიღებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "დორტმუნდის" რიგებში, "ლოს ბლანკოსიდან" 2 წლიანი იჯარით იმყოფება, რომლის ვადაც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით