"ბარსა" და "პსჟ" გაცვლისთვის ემზადებიან

5-10-2019, 20:17

ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონამ" და "პარი სენ-ჟერმენმა" შესაძლოა ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის გაცვლაზე მოილაპარაკონ.

მოგეხსენებათ, ნეიმარი კატალონიაში დაბრუნებას მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი საწადელის ასრულებას დამდეგ ზაფხულს შეეცდება.

გრიზმანი კი, ჯერჯერობით "ბარსელონას" ვერ მოერგო და ლიონელ მესისთან შეთამაშებაც ძალიან უჭირს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით