გატუზო დაბრუნდება, თუ მალდინი წავა

5-10-2019, 21:03

როგორც მოგეხსენებათ, "მილანმა" სეზონი წარმატებულად ვერ დაიწყო და მიმდინარე მწრთვნელის მარკო ჯამპაოლოს შესაძლო დათხოვნის შესახებ ინფორმაციის გაოფიციალურებას ყოველდღე ველოდებით.

Corriere Dello Sport-ი წერს, რომ ჯამპაოლო შესაძლოა ჯენარო გატუზომ შეცვალოს, რომელიც "მილანში" 2017-2019 წლებში მუშაობდა. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ "როსონერის" პაოლო მალდინი დატოვებს.

როგორც გამოცემა გვამცნობს, მალდინისა და გატუზოს შორის ძველებურად მეგობრული ურთიერთობა აღარ სუფევს და რინო ლომბარდიაში დაბრუნებაზე მხოლოდ მალდინის გუნდიდან აბარგების შემთხვევაში იქნება თანახმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით