ზიდანი: "ასეთია ნამდვილი აზარი"

5-10-2019, 21:23

ლა ლიგის მე-8 ტურში "გრანადასთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ 10-15-წუთიანი ცუდი მონაკვეთი გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით და, საბოლოოდ, მეოთხე გოლიც გავიტანეთ. ახლა იმაზე უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ერთი თვის წინ. მაგრამ, მეტი მსურს და თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ".

"ჩვენ სწორედ ასეთი აზარი გვჭირდება: კარგად მოთამაშე და გოლების გამტანი. მას თავის გამოჩენა უნდოდა, ედენი ძალიან ბედნიერი იყო. იმედია, ის მომავალში კიდევ ბევრ გოლს გაიტანს", - განაცხადა ზიდანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით