მერტენსი: "თუ კარგად ვერ ვითამაშებ ჩემი 75 წლის მეზობელი აუცილბლად სახეში გამარტყამს"

5-10-2019, 22:16

"ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა მედიის წარმომადგენლებთან ფეხბურთისადმი იტალიელების დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

"ფეხბურთი იტალიაში სენივითაა, ხალხი სპორტის სიყვარულით ბავშვობიდანვეა დაავადებული. ჩემი 75 წლის მეზობელი ყოველ დილას მეუბნება: "შესანიშნავად ითამაშე, კარგი ბიჭი ხარ", ცუდად თამაშის შემთხვევაში კი ლოყაზე მირტყამს და ამბობს, რომ უკეთ თამაში შემიძლია. ბელგიაში ასეთები არ ხდება".

"იტალიაში გატარებული 7 წლის შემდეგ თავს ნეაპოლელად ვგრძნობ, აქ ბევრი მეგობარი მყავს. ხალხი ხედავს, რომ მოედანზე და მის გარეთ ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც ამას ნეაპოლის მოქალაქეები აკეთებენ. იტალიურ ენაზე ვსაუბრობ, ყველაფერი იდეალურადაა", - მერტენსის სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით