ვილიან სილვას "ბარსელონაში" ტრანსფერი გაუქმდა !

6-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვილიან სილვას კატალონიის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურმა გრანდმა, 31 წლის შემტევს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი 6 თვეში ეწურება, ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

ცნობების მიხედვით, ვილიანმა "ჩელსიში" დარჩენაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენას "ბლაუგრანა", იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით