ზიდანი: "გუნდში ადგილი გარანტირებული არავის აქვს"

6-10-2019, 21:58

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შემადგენლობის ხშირ როტაციაზე ისაუბრა.

"ტიბო ავადმყოფობს. სწორედ ამის გამო გამოტოვა მატჩი. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება."

"მეკარის თაობაზე ხშირად დაობენ და ეს სრულიად ლოგიკურიცაა. მადრიდის "რეალი" ის კლუბია, სადაც ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი უმაღლესი დონის მოთამაშეა."

"მე 25 ფეხბურთელი მყავს და ყველას უნდა მივცე შანსი. გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ეს უნდა დაიმსახურო." - აცხადებს ზიდანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით