გვარდიოლა: "საშინელი დღე იყო"

6-10-2019, 22:01

დღეს პრემიერლიგის მერვე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანჩესტერ "სიტიმ" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლა და მოულოდნელად 0:2 დამარცხდა.

განვლილი დაპირისპირება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ შეაფასა.

"კარგად დავიწყეთ და ნელ-ნელა ვცდილობდით მომენტების შექმნას. მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავს."

"კონტრ-შეტევებზე ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით და საბოლოოდ ამან შედეგიც გამოიღო."

"დღეს "სიტისთვის" საშინელი დღეა. მარცხის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ საშინლად ვითამაშეთ. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი." - აცხადებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით