ობამეიანგმა "დორტმუნდის" CEO-ს შეუტია

6-10-2019, 22:49

რამდენიმე დღის წინ დორტმუნდის "ბორუსიას" CEO-მ, ჰანს-იოახიმ ვაცკემ მის ყოფილ ფეხბურთელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს "უკბინა".

"შესაძლოა, როდესაც თავის ბანკის ანგარიშს უყურებს, გული უთბება. თუმცა, შუა კვირაში ცუდ ხასიათზე დადგება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე არ მოუწევს თამაში."

აღნიშნულ განცხადებას ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

"ბატონო ვაცკე, კლოუნო, ჯობს რომ არ ვისაუბრო დორტმუნდის დატოვების მიზეზებზე."

"მახსოვს ამბობდი, რომ ოსმანს არაფრის დიდებით არ გაყიდდი, მაგრამ, 100 მილიონის დანახვისთანავე ის გაუშვი. ასე რომ, მარტო დამტოვე და აღარ ისაუბრო ფულზე." - წერს ობამეიანგი თვითერზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით