ნეიმარი: "ჩემი ყურადღება მთლიანად "პსჟსკენაა" მიმართული"

6-10-2019, 22:52

"პსჟსა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ წასვლა მსურდა. დეტალებს არ ჩავუღრმავდები."

"პსჯსა და ქომაგების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მე ჩემი პირადი მიზეზები მქონდა."

"ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ჩემი მთელი ყურადღება "პსჟსკენაა" მიმართული და მსურს, რომ ამ თემაზე კითხვები აღარავინ დამისვას." - აცხადებს ნეიმარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით