"ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერში გრიზმანის ჩართვას გეგმავს

7-10-2019, 00:30

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" ჯერ კიდევ არ აპირებს ნეიმარ ჯუნიორის ტრანსფერზე მუშაობის შეწყვეტას.

ფრანგული გამოცემა Le10sport-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ზამთარში კვლავ მიუბრუნდება ნეიმარის ტრანსფერს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" მზადაა 27 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ტრანსფერში ანტუან გრიზმანი ჩართოს.

მოგეხსენებათ, ფრანგი თავდამსხმელი "ბარსას" რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა, ჯერ კიდევ ვერ შეძლო თავის დამკვიდრება. შესაბამისად, კლუბი მიიჩნევს, რომ მისი გაცვლაში ჩართვა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს "ბარსელონას".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით