ჯერდან შაქირი: "ადრეულად ჩამომწერეს"

7-10-2019, 01:48

მერსესაიდული "ლივერპულის" შვეიცარელი თავდამსხმელი, ჯერდან შაქირი, მის კარიერაზე საუბრობს:

"ბაიერნში" გატარებული პერიოდის შემდეგ ინგლისის მე-2 დივიზიონში მომიწია ყოფნა, რაც ბევრის აზრით, პროგრესირებისთვის იდეალური ვარიანტი ნამდვილად არაა."

"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ნაადრევად ჩამომწერეს და ძლიერი ფეხბურთელების სიიდან ამომშალეს, "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებამ კი ეს ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე მერსესაიდელთა რიგებში, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "სტოკ სიტიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით