"იუვენტუსი" მაურო იკარდის არ ეშვება !

7-10-2019, 01:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" შეტევაში 9-იანის პოზიციის გაძლიერების საქმეს კვლავ განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონთა სატრანსფერო რადარზე, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" იჯარით წასული არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, ტურინელები მზად არიან 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "პსჟ-ს" რიგებში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, მილანის "ინტერიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით