"რეალი" ბრუნო ფერნანდეშს უახლოვდება !

7-10-2019, 01:55

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შედარებით დაბალფასიან ვარიანტს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლისაბონის "სპორტინგის" პორტუგალიელი შუახაზელის, ბრუნო ფერნანდეშის შეძენას შეეცდება.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსს" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, მინიმუმ 65 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით